უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ბელარუსის საზღვართან ჩავიდა

28 თებერვალი 2022, 12:52 1098 ნახვა

უკრაინის დელეგაცია ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. შეხვედრის ადგილას  რამდენიმე წუთის წინ დაეშვა ვერტმფრენი.

როგორც ცნობილია დელეგაციის შემადგენლობაში არიან, პარტია ,,ხალხის მსახურის'' ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, სამმხრივ კონტაქტში უკრაინის დელეგაციის უფროსის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი როჩიცკი.

მოლაპარაკების ადგილის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. მას შმდეგ რაც, უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსის პრეზიდენტს ესაუბრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი