„ვითიბი“ ბანკმა საცალო პორტფელი „ბაზისბანკზე “ გაასხვისა. განცხადებას ამის შესახებ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ავრცელებს.
„სს „ვითიბი ბანკ ჯიორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე.
ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთე ვითიბი ბანკის ფილიალებში.
„როგორც მოგეხსენებათ, ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 - ჯერ, აქტივები 15 - ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი - 19 ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მიოცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას“„ - ნათქვამია განცხადებაში