საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უკრაინის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
პრეზიდენტმა მიშელმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია.