ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას მართავენ

25 თებერვალი 2022, 18:11 790 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის თაობაზე საგანგებო შეხვედრას მართავენ. დიპლომატების თქმით, საუბარი იქნება უკრაინის შემდგომი დახმარების შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რა პოზიცია დაიკავოს ბლოკმა რუსეთის მიმართ, რომელიც განაგრძობს იერიშს. შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხება რუსეთის ბანკებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ორმაგი დანიშნულების საქონელს, სავიზო რეჟიმს. ბრიუსელი ასევე გააფართოებს „შავ სიას“. ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის აქტივებს ფლობდნენ კრემლის ლიდერი და რუსეთის პირველი დიპლომატი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი