მარიუპოლში რუსი სამხედროების მხრიდან იერიშის შედეგად 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ქალაქ მარიუპოლის მერის ინფორმაციით, რუსი ბოევიკები მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, რადგან ქალაქზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ.
მისივე თქმით, მარიუპოლში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.