ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
ბორის ჯონსონ თქმით, ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა.
სანქციები დაწესდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მუშაობაზე.
მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება.
სანქციების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
- დიდი ბრიტანეთში არსებული ყველა მსხვილი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება, მათ შორის VTB ბანკის აქტივები. ამასთან, რუსული ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან და რუსეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა.
- კანონმდებლობა მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას შეუზღუდავს.
- აქტივები გაეყინებათ 100 ახალ ფიზიკურ პირს ან სუბიექტს.
- ავიაკომპანია „აეროფლოტს“ უკრაინის ტერიტორიაზე დაჯდომა აეკრძალება.
- შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა ის არ იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
- მომდევნო დღეებში, დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.
- ლიმიტი იქნება იმ თანხის ოდენობაზე, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.
- პრემიერი ჯონსონი განმარტავს, რომ მას აქვს სურვილი იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ, მისი თქმით, ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.
- მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც.
- სააღდგომო არდადეგებამდე დიდი ბრიტანეთი წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი