ნატოს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ, ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს ალიანსის ტერიტორიაზე - სტოლტენბერგი

24 თებერვალი 2022, 17:19 1727 ნახვა

ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, ნატო-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიის შეკითხვას, იმყოფებიან თუ არა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები უკრაინაში.

მისივე თქმით, ნატო-ს ძალების უკრაინაში  გაგზავნა არ იგეგმება. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უნდა დაიცვან ნატო-ს ყველა მოკავშირე და ზრდიან ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, ნატო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ ნატო-ს ძალები უკრაინაში გავაგზავნოთ.

 

ჩვენ უნდა დავიცვათ ნატო-ს ყველა მოკავშირე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ ნატო-ს მოკავშირეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამ ვალდებულების დემონსტრირება იმით, რომ გავზარდეთ ძალების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერების საგანგებო ვირტუალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა. რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს ისტორიის გადაწერასა და უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი გზის უარყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს „ეტაპობრივი რეაგირების გეგმების“ გააქტიურება იშვიათი ნაბიჯია, რომელიც სტოლტენბერგის თქმით, ხაზს უსვამს უკრაინაში „სრულფასოვანი შეჭრის“ სიმძიმეს, რაც მოკავშირეთა მეთაურებს გადაწყვეტილების მიღების უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

„ეს მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეჭრაა. უკრაინაზე რუსეთის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული თავდასხმა საჰაერო და სარაკეტო საშუალებებით უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი