რუსეთის ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

24 თებერვალი 2022, 14:52 1023 ნახვა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ, არესტოვიჩის ცნობით, მსხვერპლთა შორის 10-მდე სამოქალაქო პირია.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაცილებით დაძაბულია ვითარება გაერთიანებული საოპერაციო ძალების ოპერაციის ზონაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი