დღეს დასავლეთიც ვა-ბანკზე უნდა წავიდეს - ექსპერტი 

24 თებერვალი 2022, 11:07 918 ნახვა

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ დასავლეთმა დაიგვიანა. 2008 წლის აგვიტოს ომისა და მოგვიანებით ყირიმის ანექსიის დროს, მათი რეაქცია ეფექტური რომ ყოფილიყო, რუსეთი უკან დაიხევდა. 

მისივე თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა.

''რომ არა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება, რომ არა ის სანქციები, რომელიც 2014 წლის შემდეგ მიიღო დასავლეთმა, ვგულისხმობ, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, უფრო ეფექტური ქმედებების შემთხვევაში რუსეთი უკან დაიხევდა და საქმე აქამდე არ მივიდოდა. რუსეთმა კარგად დაინახა, რომ გაუვიდა ეს ყველაფერი. მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენები. აქედან გამომდინარე დღეს  დასავლეთიც ვაბანკზე უნდა წავიდეს.

პუტინი ფიქრობს თუ მან მოახერხა უკრაინაზე კონტროლის დამყარება შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მან აღადგინა კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რუსეთი ფიქრობს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ატარებენ პრორუსულ პოლიტიკას, იგივე სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და ნაწილობრივ საქართველოც. ქვეყანა, რომელიც რუსეთს ეურჩება - ეს არის უკრაინა. 

რუსეთის მთავარი აქცენტები კეთდება უკრაინაზე. ვხედავთ, რომ რუსეთისთვის არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ვერ წაიწიეს წინ და ვერ შეძლეს ვერცერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის დაკავება.'' - ამბობს ექსპერტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში