რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარია სოფლებზე — გოროდიშჩესა და მელოვოეზე.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რამდენიმე რუსულმა აეროპორტმა ფუნქციონირება შეზღუდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.