აშშ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

24 თებერვალი 2022, 00:25 981 ნახვა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის ადმინისტრაციას დაავალა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მილსადენის მწარმოებლების მიმართ სანქციები გამოცხადდეს.

"დღეს ჩემს ადმინისტრაციას მივმართე, რომ Nord Stream 2-სა და მის კორპორატიულ ოფისებზე სანქციები დაწესდეს. ეს ნაბიჯები ჩვენი სანქციების კიდევ ერთი ნაწილია უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც ნათლად განვაცხადე, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს, ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას არ მოვერიდებით",- წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

22 თებერვალს გერმანიამ ჩრდილოეთის ნაკადის შეჩერებაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი