ვითარება უკრაინაში

23 თებერვალი 2022, 21:47 961 ნახვა

რუსეთის საგარეო უწყება, სანქციებთან დაკავშირებით ძლიერი და სიმეტრიული პასუხით იმუქრება. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სანქციებთან წლებია ადაპტირდნენ და ამით დანაკარგებს არ მიიღებენ. ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს სანქციები დაუწესა, რასაც არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს რუსეთი. უკრაინის უმაღლესმა რადამ კი იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აქტიურად ირღვევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი