მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს აჭარის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომაზეც, რომელიც კამათის ფონზე მიმდინარეობდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს არ ეთანხმებიან და გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტაზე აპელირებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი კონკრეტულ შენიშვნებზე საუბარს ითხოვენ და ოპონენტებს კორექტულობისკენ მოუწოდებენ. ცვლილებები შეეხო მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაზრდილი შემოსულობების ასახვას, რეგიონის პირველი ფინანსისტის განცხადებით შემოსულობები დაგეგმილზე მეტია, რაც მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უნდა ასახულიყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 199 მილიონ 267 ათასი ლარით განისაზღვრა.