"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზები - ამ საკითხებზე იმსჯელეს პარტიის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ახლახანს დასრულდა.
მანამდე დაანონსეს, რომ იქნება საპროტესტო აქციები. თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.