სომხეთი უკრაინის ფსევდორესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს

23 თებერვალი 2022, 10:10 1136 ნახვა

სომხეთი რუსეთის კვალდაკვალ არ აპირებს უკრაინის ფსევდორესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.  განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა გააკეთა. 

მისი  თქმით,  სომხეთს სურს, რომ რუსეთმა და უკრაინამ კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ.  იმედი გვაქვს, რომ  გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტავად და  სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად - აღნიშნა უნანიანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი