რუსეთი უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების პერსონალის ევაკუაციას გეგმავს

22 თებერვალი 2022, 22:20 1013 ნახვა

რუსეთი უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების ევაკუაციას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატები კიევში აგრესიის სამიზნე არაერთხელ გახდნენ,  კიევში საელჩოს შენობას, ასევე ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში მდებარე გენერალურ საკონსულოებს თავს დაესხნენ. 

"აგრესიული ქმედებების ობიექტი რუსი დიპლომატებიც გახდნენ. მათ ფიზიკური ძალადობის მუქარა მიიღეს. მათ მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების საპირისპიროდ, კიევის ხელისუფლებამ არ მოახდინა რეაგირება იმაზე, რაც ხდებოდა.

შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა ვიზრუნოთ რუს დიპლომატებზე და საელჩოსა და გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის ევაკუაციის შესახებ, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში