ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

22 თებერვალი 2022, 18:25 1010 ნახვა

შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა. მან დღევანდელ პროცესზე დანაშაული აღიარა და ქმედებისთის  ბოდიში მოიხადა .სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, რადგან შანაი ბრუკის ძმას პროცესზე დასწრება სურს. საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა დანაშაულის ჩადენისას ის შერაცხადი იყო. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი