მორჩილი, რომელმაც სამონაზვნო პირზე იძალადა, დაკავებულია. მას ძალადობით განხორციელებულ დევნაში, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში ედება ბრალი. გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში როინ მუმლაძე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სოციალურ ქსელში სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ გავრცელდა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან.