ტენდერი გზის რეაბილიტაციისთვის

22 თებერვალი 2022, 10:45 1431 ნახვა

110 ათას ლარამდე  დაიხარჯება  ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის. საუბარია  57 მეტრიანი გზის მონაკვეთზე.

სატენდერო განცხადებების მიღება დასრულდა. 

გამოიცვლება სანიაღვრე და გარე განათების  სისტემები,  დაიგება ახალი დეკორატიული ფილები და განთავსდება საგზაო ნიშნები.  

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული  ტერიტორია,  ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებით დატვირთულია, ამიტომ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში