რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ, - ამის შესახებ რუსეთის სამართლებრივი ინფორმაცის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებებში ნათქვამი.
"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს მშვიდობის მხარდასაჭერი ფუნქცია“ , - ნათქვამია განკარგულებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.