დონეცკის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

21 თებერვალი 2022, 18:28 1043 ნახვა

დონბასში საარტილერიო ცეცხლის  გახსნის შედეგად დონეცკის სკოჩინსკის მაღაროში ვენტილატორი გაითიშა. ინციდენტის დროს მაღაროში 266 ადამიანი იმყოფებოდა. მაღაროელები ზედაპირზე ოპერატიულად  ამოიყვანეს, შესაბამისად არავინ დაშავებულა, ადგილზე  სამთო მაშველები მუშაობენ. ინფორმაციას უკრაინის თვითგამოცხადებული დონეცკის საინფორმაციო  სააგენტო  ავრცელებს.  ეუთოს სპეციალური სადამკვირვებო მისია  ბოლო დღეების განმავლობაში დონბასში  ცეცხლის გახსნის  ინტენსიურობის მკვეთრ  ზრდას   აფიქსირებს.  რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე  არაღიარებულმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ქალებისა და ბავშების ევაკუაცია გამოაცხადეს, ასევე დე ფაქტო რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაციაც  გამოცხადდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი