რაზე ისაუბრეს და რა საერთო აქვთ ირმა ინაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს? მათ შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა.
''ლელოში'' აცხადებენ, რომ პარტიებთან კონსულტაციები რუსთავის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის რუსთავში მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კონკურენტი რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძეს "პატრიოტთა ალიანსის" სახით არ ეყოლება.
ინაშვილის თქმით, მისი პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.