ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სამხედროებმა და იუნკერებმა „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღ-საჭურველის ექსპოზიცია დაათვალიერეს.
სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა ისახავს.