ყინვისა და უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეზღუდულია ხულოში, აქ მხოლოდ ორ ხიდიანი და მაღალი გამავლობის ავტომობილითაა მოძრაობა შესაძლებელი. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს, ხოლო გოდერძზე 4 მეტრს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილებაა აკრძალულია. რაც შეეხება სოფლებს, აქ გზის გაწმენდით სამუშაოებს 10 ერთეული ტექნიკა ახორციელებს.