ბაიდენი უკრაინაზე მოკავშირეებს დაელაპარაკება

18 თებერვალი 2022, 13:21 757 ნახვა

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის კრიზისზე მოკავშირეებთან სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს. როიტერის მონაცემებით,  ამის შესახებ ინფორმაციას  კანადის  პრემიერ - მინისტრის კანცელარიის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

წინასწარი მონაცემებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დღეს დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

ბაიდენი დაურეკავს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ლიდერებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი