გამოძიება ოზთურქის კომპანიის წინააღმდეგ

17 თებერვალი 2022, 19:40 2759 ნახვა

კომპანია მეტრო-ჰოლდინგის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყო. საგამოძიებო უწყებაში კი გამოკითხვებზე იბარებენ მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობას.  ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომდაგენლები იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და საგამოძებო უწყებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ , რომელი დარღევევების გამოც მათ რეაგირებისთვის მიმართეს საგამოძიებო უწყებას.  ინფორმაცია, რომ საქმეზე სისხსლის სამართლის მუხლით დაიწყო, მოკვლევა არ აქვს მეტრო ჰოლფინგის დირექტორს. რაულ კახაძის თქმით, სისხლის სამართლის მიმართულეით გამოძიება მათ წინააღმდეგ ვერ დაიწყება, ვინაიდან სასამრთლო პროცესები შეჩერებულია. გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები არაერთხელ გახდა ხმაურის მიზეზი. პროექტს ოპოზიცია აპროტესტებს. მშენებლობა უნებართვოდ  რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანია 5 ათასი ლარით 53-ჯერ დააჯარიმეს შეჩერებული უნებართვო მშნებელობის გაგრძელებისთვის და ერთხელ 6 ათასი ლარით უნებართვო მშნებელობისთვის, რასაც კომპანია ასაჩივრებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი