რუსეთის საოკუპაციო ჯარმა მძიმე საარტილერიო იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ლუგანსკის რეგიონს. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი სოციალურ ქსელში წერს. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინელმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.