ლადო მგალობლიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხაზე საუბრობს.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, ოპონენტები ბიუჯეტის დამცველის მანტიის მორგებას ცდილობენ მაშინ, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიუჯეტიდან გაურკვეველი მიმართულებით გაედინებოდა ფინანსები.
''ქართული ოცნების'' წევრი ირწმუნება, რომ აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ 3 წელიწადში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში.
მმართველი გუნდის წევრს ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს. რეზო ხარაზი ლადო მგალობლიშვილს ურჩევს „ქართულმა ოცნებამ“ უინტერესო თემებსა და წარსულზე საუბარს, ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა ამჯობინოს.