პირველკლასელთა ასაკი

17 თებერვალი 2022, 11:53 6299 ნახვა

პირველკალსელთა სკოლაში მიღების ასაკზე პარლამენტში იმსჯელებენ. საკითხის განხილვას განათლების კომიტეტი გეგმავს.

პროცესში სასკოლო საზოგადების წარმომადგენლების განათლების სპეციალისტების, მშობლებისა და პედაგოგების ჩართვას აპირებენ.

სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას, შეცვალოს თუ არა დაწესებული ასაკობრივი ცენზი.

ცვლილება კანონში 2015 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით შევიდა და მას შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები რეგისტრირდებიან, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი