უხარისხო წამლების იმპორტის აღკვეთის მიზნით წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
ცვლილებით, უნდა მოხდეს იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი და პროდუქციამ ჯი-ემ-პი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.