საქართველოში უკრაინის საელჩოში ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საელჩოს შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა, ასევე შესრულდა უკრაინისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.
საელჩოში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს უკრაინის ელჩმა და საქართველოს საგარეო მინისტრმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ქვეყნებს შორის არსებული მხარდაჭერა.