კახაბრის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, 250-ზე მეტი აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
კახაბრის დასახლების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩაზე გაგრძელდება.
ეს სამუშაოები ხელვაჩაურის დაქსელვა-გამრიცხველიანების პროექტის ნაწილია.
ინფორმაციას და ვიდეო-მასალას “ბათუმის წყალი“ ავრცელებს.