დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, - განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, არის მოლოდინი, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, მარტის ბოლოსკენ უკეთესი ეპიდვითარება იქნება.
„თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.
მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.