პლენარულ სხდომაზე დღეს ცესკოს თავმჯდომარეს და ორ პროფესიულ წევრსაც აირჩევენ. გიორგი კალანდარიშვილი თუ თენგიზ თევზაძე? - ოპოზიციის აზრი ორად იყოფა. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას შეძლებენ.
უმრავლესობას კი გადაწყვეტილი აქვს, რომ მხარს დაუჭერს მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, მიზეზად მის პროფესიონალიზმს და ობიექტურობას ასახელებენ.
დღესვე აირჩევენ ცესკოს პროფესიულ წევრებსაც.