კანალიზაციის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

15 თებერვალი 2022, 10:34 847 ნახვა

არსებული ინფორმაციით,  ფოთში საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ, დაკავების შესახებ  ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. 

ახალშობილის ცხედარი გუშინ საღამოს დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი