"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს

14 თებერვალი 2022, 20:21 995 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დავუჭიროთ კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას, ამის შესახებ - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დავუჭიროთ კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას. რაც შეეხება გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს, ჩვენ მათაც მხარს დავუჭერთ.

უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელეთ ცესკოს კანდიდატებზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, ასევე ვიმსჯელეთ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის კანდიდატზე, განვიხილეთ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას გარკვეული ანგარიში წარმოუდგინა. ჩვენი განხილვის თემა იყოს პრემიერის ინიციატივა დასაქმების პროგრამაზე" -აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი