ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელს ხვალ აირჩევენ

14 თებერვალი 2022, 17:30 898 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია. კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. ხვალ პლენარულ სხდომაზე  ორივე კანდიდატს უყრიან კენჭს. პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. მათ თქმით, დასახელებული კანდიდატები პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები არიან და მათ მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, რაც სხდომაზე დაუსვეს კიდეც. ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი აქვს ხელისუფლებას. მმართელ გუნდში ამბობენ, რომ ისინი მაღალი სანდოობით და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი