როგორი იქნება "ოცნების" გადაწყვეტილება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. საკითხზე უმრავლესობა ამ წუთებში მსჯელობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღაა და პროცესს კონსტიტუციასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.