მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ ინიციატივას სთავაზობს

14 თებერვალი 2022, 11:40 779 ნახვა

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნითა და მეორეს მხრივ საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას თავაზობს. რომლის მიზანია დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს, საქართველოს მთავრობის გარანტიით შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან.

პრემიერი აცხადებს, რომ ინიციატივიდან ისინი მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას გეგმავენ წელსვე, თუმცა ეს არის მინიმალური, ვფიქრობ, რომ მილიონ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას.

"ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე პოლიციის ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ, პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, აშენება, განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია, მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვას აქვს თავისი პროექტები, იუსტიციას და ყველას, მათ შორის, ინფრასტრუქტურას წყალმომარაგების პროექტები თუ სხვა. ამიტომ ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ სამუშაოების მოცულობაზე და ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში, 3-დან 5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე, როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი და ეს იქნება ძალიან საინტერესო, ერთის მხრივ ჩვენ 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ 1 წელში და მეორეს მხრივ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ეს იქნება მინიმუმ ერთიდან შეიძლება 2%-მდეც დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი. ამიტომ ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს", - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი