პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს 26%-მდე დავწევთ - პრემიერი

14 თებერვალი 2022, 11:34 1097 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  პენსიონერებისთვის საბანკო პროცენტის განაკვეთი 26%-მდე დაიწევს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო.

„ჩვენ საბანკო პროცენტი მინიმუმამდე დავწიეთ, მაგრამ 36% მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ამიტომ, შევქმენით კომისია ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და ეს კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაშა ხუციშვილს დაავალა, „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს.

"სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი