ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. ხვალვე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, როგორც დროებითი ისე საოლქო კომისიების მუდმივმოქმედმა წევრებმა ბათუმში - 36 კონკურსანტთან გამართა გასაუბრება.
გარდა კონკურსანტებთან მიმართებაში კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა კრიტერიუმებითაც ხელმძღვანელობენ. მათ შორის, მათ პროფესიულ და საარჩევნო გამოცდილებას, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელ საქმიანობას ითვალისწინებენ.
2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში და გარდაბნის რამდენიმე უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს.