უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

13 თებერვალი 2022, 15:15 1024 ნახვა

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელებს მიმართა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მან უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ წინააღმდეგ წარმოებული ომი, მხოლოდ ჯარისკაცებს და იარაღს არ გულისხმობს, არამედ მას მრავალი განზომილება აქვს.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავებასა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამხედრო შეჭრის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო უარყოფის ცნობები უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში