სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ

13 თებერვალი 2022, 15:20 1101 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონიერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ მსჯელობა არ დაუწყია, თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 14 თებერვლის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს.თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა.მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი