ქალაქში ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდება

13 თებერვალი 2022, 12:00 1628 ნახვა

ავარიული და ძველი ლიფტების განახლებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერის პროექტის ტენდერი დასრულდა.

ქალაქის 11 ლოკაციაზე ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისთვის მილიონ 100 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

ლიფტების განახლებისთვის თანხის 99 პროცენტს მერიის კეთილმოწყობის სამმართველო , ხოლო 1 პროცენტს  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ანაზღაურებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი