საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოქსფორდის უნივერსიტეტს ეწვია. დელეგაციამ დაათვალიერა უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია. ასევე, შეხვედრა გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული პროგრამის ხელმძღვანელთან კრისტოფერ გერისთან, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მკვლევარები და სტუდენტები, ასევე უცხოელ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები.