ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ქვეყნიდან გამოძევების მოლოდინშია

11 თებერვალი 2022, 13:00 786 ნახვა

აშშ-ის ხელისუფლება უარს არ ამბობს ვაშინგტონიდან რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის გაძევებასთან დაკავშირებით გეგმებზე. ამის შესახებ თავად რუსი დიპლომატი აცხადებს.  მისი თქმით,  თეთრი სახლის პოზიცია აშშ-იდან მისი გაძევების შესახებ აქტუალურ საკითხად ისევ რჩება. 

ვაშინგტონი რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის  გაძევებით იმუქრება, თუკი რუსეთი მოსკოვში აშშ-ის ელჩის დაცვის წევრებს  ვიზებს არ გაუფორმებს. 

ანტონოვის თქმით, თუ  აშშ-ის ხელისუფლება ასეთ ნაბიჯის აირჩევს,   მოსკოვსა და ვაშინგტონში ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების  დონე დაიწევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი