ქონების გადაცემის პროცესი თვითმმართველობებისთვის

10 თებერვალი 2022, 17:25 906 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებას არ სჭირდებათ ძლიერი საკრებულოები და ამიტომ მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს შეგნებულად აფერხებს.

მისი განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მთავარი მოთხოვნა რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებაა თვითმმართველობებში. პრობლემად ასახელებს თვითმმართველობებისათვის ადგილობრივი ქონების გადაცემის საკითხს. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ვალდებულება ქონების გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო და დღემდე არ ასრულებს.

ანი წითლიძეს მამუკა მდინარაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, თემაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა მეტ კონკრეტიკას მოითხოვს თემის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრისგან.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი