ისევ თოვს ქედაში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 70 სანტიმეტრია. ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, დენი არ მიეწოდება მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.