ბაქო ერევანს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

10 თებერვალი 2022, 14:24 1075 ნახვა

აზერბაიჯანის  თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხმა სამხედროებმა  ცეცხლი გაუხსნეს ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის დასახლებაში განლაგებულ აზერბაიჯანულ პოზიციებს. 

საპასუხო ცეცხლის  შედეგად სომხურმა მხარემ  სროლა შეწყვიტა. სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს და ოფიციალურ ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ერევანი ირწმუნება, რომ  საზღვარზე ვითარება სტაბილურია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი