არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

10 თებერვალი 2022, 14:37 1072 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. კერძოდ, საუბარია პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. მათი განმარტებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო.

ორგანიზაციების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება ჩაითვალოს ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური.

ცნობისთვის შალვა ნათელაშვილმა დღეს პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი